პროექტის სახელწოდება; ადამიანი და ბუნება
პროექტის მთავარი იდეა 1–2 წინადადებით გარემოს დაბინძურება პრობლემატური საკითხია ,რომელიც მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ჯამრთელობაზე
პროექტის აქტუალობა ეს პრობლემა აქტუარულობით გამოირჩევა, რადგან იგი უშუალოდ
დაკავშირებულია ადამიანის სასიცოცხლო პირობებზე.ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ
პრობლემას წარმოადგენს პოლიეთილენია პარკებით დაბინძურებული გარემო. ისინი უხრწნადი საგნები არიან,რომლებიც ამახინჯებენ ბუნების ვიზუალურ სახეს.ამ პრობლემის გადასაჭრელად ბევრი კომპანია იღწვის.ისინი პოლიეთილენის მაგივრად იყენებენ მუყაოს პარკებს,რომლებიც უკვე გამოყენებადია ზოგიერთ სუპერმარკეტებში.
პროექტის მიზნები ამ პროექტის მთავარი მიზანია მოსახლეობამ გააცნობიეროს ის დამღუპველი შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს მათ დაუდევარ ქცევას,გახდნენ ბუნების
მიმართ უფრო მეტად ფრთხილები და შედეგად ვიცხოვროთ სუფთა გარემოში. ამ შედეგების მისაღწევად აუცილებელია ხელისუფლების აქტიური ჩართვა. მიუხედევად არსებული სამართლებლივი კანონებისა, რომლებიც კრძალავს სხვადასხვა სახის ნარჩენების გარემოში დაყრას, ხალხი კვლავ განაგრძობს უმსგავს ქმედებებს.ერთ–ერთი მიზეზი ამისა არის გარემოს დამცველების უყურადღებობა ;;დამრღვევის მიმართ''. ისინი ხშირად დაუსჯელი რჩებიან რადგან ამგვარი ქმედებებს უყურადღებოთ ტოვებენ.
მონაწილეთა ასაკი 10–18 წელი
ვადები/ხანგრძლივობა 6–10 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას. ქალაქები რაიონები კარგადაა აღჭურვილი მეეზოვეთა კომპლექტით,ნაგვის ურნებით. სამწუხარო ფაქტია, რომ სოფლებში მცხოვრებთ, ნაგვის ურნების უქონლობის გამო , უხდებათ სხვადასხვა სახის ნარჩენების ბუნებაში დაყრა, რაც იწვევს ანტისარიატს, ამის შედეგად ჩნდება სხვადასხვა ეპიდემიები ცხოველებში,ბინძურდება მინდვრები და ტყეები. კარგი იქნება თუ სოფლებშიც დადგამენ ურნებს.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები ადამიანური რესურსები, დასუფთავებისათვის საჭირო სხვადასხვა სახის აღჭურვილობა.
პროექტის მსვლელობრპა (ძირითადი აქტივობები) პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია ჩატარდეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები.ბავშვები აქტიურად ჩაერთონ გარემოს დაცვაში, უნდა ჩატარდეს ეგრეთ წოდებული ;;შაბათობა'. ბავშვები დაკომპლექტდებიან ლიდერთა ჯგუფებში, ისინი დაასუფთავებენ მათთვის განკუთვნილ ტერიტორიებს.აუცილებელია ამგვარ პროექტებს ჰქონდეს წამახალისებელი ხასიათი. იმისათვის ,რომ ბავშვები იყვნენ მოტივირებული გამარჯვებული გუნდებისათვის უნდა დაინიშნოს პრიზები (ვინ უკეთ დაასუფთავებს). წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თუ ამგვარი ღონისძიებები საყოველთაო ხასიათს მიიღებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.ამ პროექტში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ქიმიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის მასწავლებლებმა.
პროექტის ხელმძღვანელი. მარო კობახიძე
ხემძღვანელის ელ.ფოსტა marokobaxidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი marokobaxidze.blogpost.com